01 ივნისი 2026, 10:56
მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
მალტის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ” გაიმარჯვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა ხელმძღვანელობს.
48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა ალექს ბორგმა მარცხი უკვე აღიარა.





