ლატვიას ახალი მთავრობა ჰყავს
მსოფლიო

ანდრის კულბერგსი
ფოტო: err.ee
ლატვიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „გაერთიანებული სიის“ ლიდერს ანდრის კულბერგსს სეიმმა 66 ხმით 25-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
ლატვიის ახალი კოალიციური მთავრობა ოთხი პარტიისგან შედგება: პარტია „გაერთიანებული სია“, „ეროვნული ალიანსი“, „ახალი ერთობა“ და „მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“.
ცნობისთვის, ახალი მთავრობის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ორი კვირის წინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინია ქვეყანაში დრონების შეჭრის ინციდენტის გამო გადადგა.





