23 მაისი 2026, 04:02
სენატორი ლინდსი გრემი: მჯერა, რომ კომუნიზმის მარწუხებისგან კუბის საოცარი ხალხის გათავისუფლება ახლოსაა
მსოფლიო

ლინდსი გრემი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მწვავე ოპონენტი, ამჟამად კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად აშშ-ის სამხედრო თავდასხმა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
„მჯერა, რომ კომუნიზმის მარწუხებისგან კუბის საოცარი ხალხის გათავისუფლება ახლოსაა“, - დაწერა გრემმა საკუთარ გვერდზე.
პოსტი სენატორმა ცნობილი ფრაზით - „Cuba Libre“ (თავისუფალი კუბა) - დაასრულა.





