20 მაისი 2026, 17:29
Reuters: სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პეკინში ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გაზსადენზე საბოლოო დეტალების შეთანხმების გარეშე დასრულდა
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა პეკინში ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გაზსადენზე საბოლოო დეტალების შეთანხმების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსკოვი აქტიურად ეძებს ევროპული ბაზრის ალტერნატივას არქტიკაში მოპოვებული ბუნებრივი აირის გასაყიდად. შეთანხმებას საწვავზე არასტაბილური ფასები აფერხებს.
პროექტის მიხედვით, გაზსადენი, რომელსაც „ციმბირის ძალა - 2“ უნდა ერქვას მშენებლობის დასრულების შემდეგ რუსეთიდან გაზს ჩინეთს მონღოლეთის გავლით მიაწვდის.





