სი ძინპინი: რუსეთი და ჩინეთი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი
ფოტო: Getty Images
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მოსკოვი და პეკინი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ.
„ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, სამართლიანობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სულისკვეთებით ჩინეთსა და რუსეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამართლიანობის დაცვისა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირების საქმეში. რუსეთი და ჩინეთი ერთი არნახული, საუკუნოვანი, მასშტაბური ცვლილებების ფონზე საკვანძო სტაბილიზატორის როლს ასრულებენ“, - განაცხადა სი ძინპინმა პეკინში პუტინთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
მან აგრეთვე დასძინა, რომ 30 წლის განმავლობაში რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები გაძლიერდა და სტრატეგიული პარტნიორობა პიკში იმყოფება.





