18 მაისი 2026, 14:07
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტია
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტმა თავდასხმა 500-ზე მეტი დრონითა და 22 რაკეტით განახორციელა.
ქალაქ დნიპროზე დრონებითა და რაკეტებით იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ოკუპანტმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და კრიტიკულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა ოდესაში, ჩერნიჰოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.





