ტრამპის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა პეკინი უკვე დატოვა. ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრებს ძალიან წარმატებული და დაუვიწყარი უწოდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა კი ვიზიტი ისტორიულად შეაფასა.
ლიდერები ორი ქვეყნის სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ტრამპის თქმით, სი ძინპინმა პირობა მისცა, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ მისცემს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთი ამერიკისგან ნავთობის შესყიდვასაც დათანხმდა.





