04 მაისი 2026, 08:45
მედიის ცნობით, აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
მსოფლიო

ფოტო: CNN
გაზიარება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი კიდევ 6 ცენტით გაიზარდა. ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ირანში ომის დაწყებიდან დღემდე შეერთებულ შტატებში ბენზინის ღირებულება 1.47 დოლარით არის გაზრდილი.





