03 მაისი 2026, 17:03
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში. თავდასხმებს შედეგად დნიპროში 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვია. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ოდესის პორტზეც, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.





