24 აპრილი 2026, 08:57
The New York Times: ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მძიმე დამწვრობა აქვს, ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა
მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მძიმე დამწვრობა აქვს, ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ პროთეზი დასჭირდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხამენეის საუბარი უჭირს და ვიდეომიმართვების ჩაწერას თავს არიდებს, რეჟიმი კი მკაცრად ზღუდავს მასთან წვდომას, რათა ისრაელმა მისი ადგილსამყოფელი არ დაადგინოს.
The New York Times-ის ცნობით, ხამენეის პირადად პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობს, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია.





