23 აპრილი 2026, 10:36
რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მივიღეთ მოსაწვევი უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად. თარიღის მოახლოებამდე შევისწავლით. ღმერთმა იცის, რა მოხდება“, - განაცხადა პანკინმა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 2026 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ მაიამიში გაიმართება.





