15 აპრილი 2026, 12:26
ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია
მსოფლიო

პეტერ მადიარი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი კარგი კაცია.
„ვფიქრობ, ახალი კაცი კარგ საქმეს გააკეთებს - ის კარგი კაცია“, - განაცხადა ტრამპმა მადიარზე საუბრისას.
ტრამპმა აგრეთვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის, როგორ დასრულდებოდა უნგრეთში არჩევნები, ვიცე-პრეზიდეტნტ ჯეი დი ვენსის ნაცვლად თავად რომ ჩასულიყო ბუდაპეშტში და ვიქტორ ორბანისთვის მხარი დაეჭირა.
„ის [ორბანი] ძალიან ჩამორჩებოდა“, - განაცხადა ტრამპმა. „ამაში დიდი მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა ვიქტორი - კარგი კაცია“.





