23 მარტი 2026, 09:16
სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელსაც კოალიციის ფორმირება მოუწევს
მსოფლიო

რობერტ გოლობი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ამომრჩეველთა ხმების 28,54% მიიღო, ოპოზიციური „დემოკრატიული პარტია“ კი ხმათა 28,17%-ით მეორე ადგილზეა.
ამ მაჩვენებლით მმართველი პარტია მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 29 მანდატს მიიღებს, რაც გოლობს იძულებულს გახდის კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დაიწყოს.





