რობერტ ფიცო: არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
როგორც ფიცომ განმარტა, აღნიშნული განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კოშტასთან სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის საკითხს დაეთმო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ევროკომისიამ ამ დრომდე არ წარადგინა კონკრეტული წინადადებები ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ.
„სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, - დაწერა ფიცომ.
IN A CONVERSATION WITH THE PRESIDENT OF THE EUROPEAN COUNCIL, A. COSTA, I EMPHASIZED THAT THE EU CANNOT PRIORITIZE THE INTERESTS OF UKRAINE OVER THE INTERESTS OF EU MEMBER STATES SUCH AS SLOVAKIA OR HUNGARY
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) March 16, 2026
As part of preparations for Thursday’s European Council summit, I held a… pic.twitter.com/BCn3SYbaFK





