14 მარტი 2026, 12:19
„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„მოძრაობა ადასტურებს რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს აგრესიას ყველა შესაძლებელი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოუწოდებს ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან“, - აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯგუფება, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ირანთან, ისე კატართან, აცხადებს, რომ ომის შეჩერება რეგიონის ინტერესებში შედის.





