Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე ალუმინის მიწოდების შეფერხების გამო იაპონელმა ავტომწარმოებლებმა რუსეთს მიმართეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ალუმინის მიწოდების შეფერხების გამო იაპონელმა ავტომწარმოებლებმა რუსულ გიგანტთან, Rusal-თან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყეს, რათა საჭირო ნედლეული მოიპოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, იაპონელები უკვე ერთი კვირაა რუსებთან მოლაპარაკებებს მართავენ, რათა შეისყიდონ ავტომობილების ისეთი ნაწილები, როგორიცაა ბორბლები, ცილინდრების ბლოკები და ა.შ. სააგენტო არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი კონტრაქტები გაფორმდება.
იაპონელების გარდა რუსულ გიგანტ Rusal-თან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეაც მართავს. წყაროების ცნობით, იაპონელი და კორეელი ავტომწარმოებლები ინდოეთისა და სხვა აზიური ქვეყნების ბაზრებსაც იკვლევენ.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, Rusal-ის ალუმინის პროდუქცია დასანქცირებული არ არის, თუმცა იაპონური კომპანიები 2022 წლიდან რუსულ გიგანტთან ურთიერთობას თავად ერიდებიან.





