ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანში გამარჯვებისთვის იბრძვის
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ამერიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. პიტ ჰეგსეტის თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში წარმატების მისაღწევად მზად არის იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც საჭირო იქნება.
ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკამ თითქმის გაანადგურა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტი და ეს მხოლოდ დასაწყისია. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ როდესაც თეირანი ბრძოლის უნარს დაკარგავს, დანებდება.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს ნიშნავს, რომ პირობებს ჩვენ ვკარნახობთ. ჩვენ გვეცოდინება, როდის აღარ შეეძლებათ მათ ბრძოლა. დადგება მომენტი, როცა მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნებათ. აცნობიერებენ ამას თუ არა, ისინი ბრძოლისუუნარონი გახდებიან. ისინი დანებდებიან“, - განაცხადა ჰეგსეტმა.





