საფრანგეთის პრეზიდენტსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.
„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება. ხაზი გავუსვი რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის გახსნით. კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კრიზისის მიზეზი გახდა. შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, - წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.





