საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ირაკლი კობახიძე ნახიჩევანში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით ტელეფონით ილჰამ ალიევს ესაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა დაადასტურეს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა აღნიშნეს.
ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს.
პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღის წესრიგში დააყენა საკითხი, ვინ უნდა მართოს ირანი და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას ითხოვს.
ვრცლად მარიამ გიგანის სიუჟეტში.





