Deutsche Welle: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა
მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს, რომელიც ამჟამად გერმანიის მთავრობის მმართველობის ქვეშ იმყოფება, საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია PCK Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის. აღნიშნული საწარმო ბერლინისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის მთავარი მომმარაგებელია საწვავითა და მაზუთით.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატერინა რაიხემ ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას რეგიონისთვის:
აშშ-ის გადაწყვეტილებას ბერლინ-ბრანდენბურგის რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Rosneft Deutschland-ის საქმიანობის საიმედო საფუძველზე დაგეგმვა მნიშვნელოვანი წვლილია როგორც ენერგოუსაფრთხოებაში, ასევე რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „როსნეფტსა“ და მის უცხოურ აქტივებს სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა. შეზღუდვების ქვეშ მოჰყვა გერმანული შვილობილი კომპანიებიც, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ნდობით მართვაში გადავიდა.





