რომის პაპი ირანში მიმდინარე მოვლენებს „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს
მსოფლიო

რომის პაპი
ფოტო: Getty Images
რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ლოცვაში განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებს „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს. მან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში ჩართულ მხარეებს „ძალადობის სპირალის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედიის საფრთხის წინაშე, მივმართავ ჩართულ მხარეებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ძალადობის სპირალი, ვიდრე ის გამოუსწორებელ უფსკრულად იქცევა“, - განუცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.





