მერცი: გერმანია მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმები ისრაელისა და რეგიონის სხვა პარტნიორების წინააღმდეგ
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Jade Gao / AFP
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცხადებს, რომ ბერლინი „მჭიდრო კოორდინაციაშია“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და რეგიონულ პარტნიორებთან.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანცლერმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისევე როგორც ისრაელის უსაფრთხოების“, - წერს მერცი.
კანცლერმა ოფიციალურად მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმები ისრაელისა და რეგიონის სხვა პარტნიორების წინააღმდეგ. მერცის თქმით, თეირანის ხელმძღვანელობამ უნდა დაასრულოს ძალადობა საკუთარი ხალხის მიმართ და დაუბრუნდეს საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაჭრას.
მერცმა განმარტა, რომ გერმანიას ირანულ სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებში მონაწილეობა არ მიუღია.





