21 თებერვალი 2026, 08:27
ზელენსკი: უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაზიარება
უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ფრონტის სამხრეთ ხაზის გასწვრივ უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევენ.
„დეტალებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში მივულოცო არმიას, თავდაცვის ყველა ძალებს“, - დასძინა მან.
ამასთან ერთად, ზელენსკიმ არ დააზუსტა, დროის რა მონაკვეთში შეძლო უკრაინამ 300 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება. ეს დაახლოებით ხარკოვის ზომის ტერიტორიაა.





