აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ტარიფების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპს „ინსტრუმენტების მთელი არსენალი“ აქვს
მსოფლიო

სკოტ ბესენტი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფების სტრატეგიას არ შეცვლის და სხვა „აპრობირებულ მექანიზმებს“ გამოიყენებს.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბესენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ამერიკელებს“. მისი თქმით, ადმინისტრაცია „დაუყოვნებლივ გადაერთვება“ სხვა სამართლებრივ ბერკეტებზე, რათა სატარიფო პოლიტიკა ძლიერი დარჩეს.
ბესენტის თქმით, პრეზიდენტს ხელთ აქვს არაერთი საშუალება მიზნების მისაღწევად.
ხაზინის მდივანმა განმარტა, რომ სასამართლოს ტარიფების წინააღმდეგ არ გაულაშქრია.
„მოდით, ვიყოთ მკაფიოები: სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადმინისტრაციის ტარიფების წინააღმდეგ. მან მხოლოდ თქვა, რომ IEEPA (საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტი) არ შეიძლება იყოს გამოყენებული შემოსავლების გასაზრდელად“, - დასძინა მან.
TWITTER POST





