ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ხალხმა ე.წ. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიიდან ჩვენი ქვეყანა დაღუპოს
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: Reuters
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და მასთან ყოველგვარი თანამშრომლობა გამორიცხა.
კანცლერმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც რადიკალური ძალები ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს უქმნიან.
„ნაცისტური დიქტატურის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში იზრდებიან ძალები, რომლებიც დასცინიან ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთ, აღფრთოვანებულნი არიან იმპერიალიზმით, აბუჩად იგდებენ ადამიანის ღირსების პრინციპს, სამართლებრივ სახელმწიფოსა და ჩვენს ძირითად კანონს. ძალები, რომლებსაც სურთ, უკან დააბრუნონ ჩვენი ათწლეულების მანძილზე ნაშენი სოციალური პროგრესი.
ჩვენ არ დავუშვებთ - და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ - რომ ამ ხალხმა, ე.წ. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიიდან, ჩვენი ქვეყანა დაღუპოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ეს პარტია აქ, ამ დარბაზში, ამ ფედერალურ პარტიულ ყრილობაზე - აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით - ეს პარტია ჩვენთვის პარტნიორი ვერ იქნება. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
ჩვენ უნდა ჩავებათ ამ ბრძოლაში, მათ შორის შემოდგომაზე, აღმოსავლეთში, რათა აღვკვეთოთ მემარჯვენე რადიკალიზმის დაბრუნება გერმანიის სახელმწიფო კანცელარიებში“, - დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
TWITTER POST





