Reuters: ირანმა გაეროს ხელმძღვანელი გააფრთხილა, რომ „მტკიცე“ პასუხს გასცემს, თუ აშშ-ის თავდასხმის ობიექტი გახდება
მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში
ფოტო: Reuters
ირანმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გააფრთხილა, რომ თუ ის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდება, თეირანი რეგიონში განთავსებული „მტრული ძალების“ ბაზებს, ობიექტებსა და ქონებას კანონიერ სამიზნეებად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მიერ გაეროსთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა ირანთან მიმართებით „სამხედრო აგრესიის რეალური საფრთხის მანიშნებელია“. წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ ირანს ომი არ სურს.
ირანი „მტკიცედ“ უპასუხებს, თუ სამხედრო აგრესიას გადააწყდება, - აღნიშნულია წერილში.





