19 თებერვალი 2026, 02:09
ფიცო: თუ ზელენსკის ჰგონია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის მწარედ ცდება
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Reuters
გაზიარება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით კრიტიკულ განცხადებას აკეთებს.
ფიცოს თქმით, ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებაზე ორიენტირებული პოლიტიკა უკრაინისთვის სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება.
სლოვაკეთის პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ შეუწყობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
„თუ ზელენსკის ჰგონია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის მწარედ ცდება“, - აღნიშნა ფიცომ.
TWITTER POST





