საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ მოუწოდა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ მოუწოდა.
როგორც მაკრონმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ნამდვილი ენერგეტიკული კავშირი, რომელიც შეძლებს ინდუსტრიისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი ენერგიის მიწოდებას
„რუსეთის, როგორც ადგილობრივი ენერგიის მუდმივი მიმწოდებლის როლი, დასრულდა. ჩინეთის როლი, როგორც მთავარი საექსპორტო ბაზრის, ასევე დასრულდა. შეერთებული შტატები აწესებს ტარიფებს ჩვენს ეკონომიკაზე და იყენებს იძულების მექანიზმს. ეს ცვლის თამაშის წესებს. სწორედ ამიტომ ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდი არ არის. ამ ახალი ფაქტორებიდან არცერთი არ შეიცვლება მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს არ არის დროებითი შოკი. ეს აშკარად არის სტრუქტურული გარდატეხის წერტილი“, - განაცხადა მაკრონმა.





