თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, ირანს ურანის შეზღუდული გამდიდრების საშუალება მისცეს
მსოფლიო

ჰაკან ფიდანი
ფოტო: Reuters
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, აშშ ირანთან შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, თეირანის მიერ ურანის შეზღუდულ გამდიდრებას დათანხმდეს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც ფიდანმა აღნიშნა, ვაშინგტონმა, შესაძლოა, უარი თქვას მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც ირანმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
„დადებითი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელები მზად არიან ირანში ურანის შეზღუდული გამდიდრება მკაფიო საზღვრებში დაუშვან. ირანელები ახლა ხვდებიან, რომ მათ ამერიკელებთან შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ხოლო ამერიკელებმა იციან, რომ ირანელებს საკუთარი ლიმიტები აქვთ“, - თქვა ფიდანმა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.





