11 თებერვალი 2026, 18:37
ჯეი დი ვენსი: თუ ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა სურს, ეს თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: Reuters
გაზიარება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „თუ ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა სურს, ეს მათი გადასაწყვეტია“.
„ის, რაზეც ახლა ვართ ფოკუსირებულნი, არის ფაქტი, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არის პრეზიდენტის მთავარი საზრუნავი მისი პირველი ვადის დაწყებიდანვე“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.





