მაკრონი: იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ში ბატონობს, აშკარად და ღიად ანტიევროპულია. იგი პატივს არ სცემს ევროკავშირს, თავის ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში მის მიმართ ზიზღს ავლენს და მისი დაშლა სურს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Le Monde
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ში ბატონობს, აშკარად და ღიად ანტიევროპულია.
როგორც საფრანგეთის ლიდერმა გამოცემა El Pais-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აშშ პატივს არ სცემს ევროკავშირს, თავის ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში მის მიმართ ზიზღს ავლენს და მისი დაშლა სურს.
ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს მაკრონს უთხრა, რომ ევროპაში არიან მთავრობები, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიურ კავშირებს ინარჩუნებენ.
„ეს პარადოქსია, რადგან ხანდახან საქმე ნაციონალისტურ მთავრობებს ეხება, რომლებმაც საბოლოოდ, შესაძლოა, საკუთარი ქვეყნები ან ევროპა დაასუსტონ. მე ნათლად ვხედავ ამ მოდელების შეზღუდვებს. იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ში ბატონობს - რაც ასევე ისტორიული სიახლეა - აშკარად და ღიად ანტიევროპულია. იგი პატივს არ სცემს ევროკავშირს, თავის ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში მის მიმართ ზიზღს ავლენს და მისი დაშლა სურს. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, თავი გავათელვინოთ. ვფიქრობ, ყველა იმ მთავრობამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მათ იდეოლოგიურ სიახლოვეს რაიმე შედეგი მოჰყვებოდა, დაინახა, რომ ეს ასე არ არის. მე, დიდი პატივისცემითა და მეგობრობით, ვისურვებდი, რომ მათ ევროპული გზა აირჩიონ. ეს გზა უფრო ძლიერია. თუმცა, წინ გადამწყვეტი დებატები გველის. მაგალითად, აშშ უახლოეს თვეებში ციფრული რეგულაციების საკითხში შემოგვიტევს“, - განაცხადა მაკრონმა.





