ზელენსკი: დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მზად არის, უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მზად არის, უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი პარტნიორები ისევე უნდა იყვნენ განწყობილნი, როგორც ჩვენ უკრაინაში: მშვიდობა აუცილებელია, ხოლო უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობისთვის და იმისათვის, რომ რუსებს არ მიეცეთ შეთანხმებების დარღვევის შესაძლებლობა სარაკეტო დარტყმებით თუ სხვადასხვა სახის ჰიბრიდული ოპერაციებით“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რა არის რუსული ჩარევა და როგორი შეიძლება იყოს რუსული დესტაბილიზაციის ოპერაციები. ყველას კარგად ესმის ისიც, თუ რას სჩადიან რუსი მკვლელები, რუსული რაკეტები და რუსული დრონები. მათგან დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს ხელშესახები და საფუძველს უნდა უყრიდეს ხანგრძლივ მშვიდობას. დოკუმენტები გარანტიების შესახებ მზად არის. უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ქვეყნის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მადლობას ვუხდი ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება! გმადლობთ თითოეული ნაბიჯისთვის, რომელიც ახლა სიცოცხლისა და ადამიანების დასაცავადაა გადადგმული“, - დასძინა ზელენსკიმ.





