სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: ТАСС
თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა . სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
„თუ ევროპა დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით, ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად“, - განაცხადა ლავროვმა.





