08 თებერვალი 2026, 15:04
დონალდ ტრამპმა ინდურ პროდუქციაზე დამატებითი 25%-იანი ტარიფი გააუქმა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
დონალდ ტრამპმა ინდურ პროდუქციაზე დამატებითი 25%-იანი ტარიფი გააუქმა. თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის დაპირება რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე და ნიუ-დელის მხრიდან მზადყოფნა ამერიკული ენერგოპროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით.
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას დათანხმდა.





