ზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დასრულდება, თუ არა ომი, როცა ის ერთ წელიწადში კიევში ინტერვიუს ჩასაწერად კვლავ დაბრუნდება?
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელშია. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ეს ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ჟურნალისტს შეახსენა, რომ უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე აბუ-დაბიში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს.
„ჩვენს პრიორიტეტს ომის დასრულება წარმოადგენს, მადლიერები ვართ ამერიკელების, რომლებიც აგრეთვე აბუ-დაბიში იმყოფებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





