ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება - პრეზიდენტი მზად არის შეარყიოს ალიანსების ძველი სტრუქტურები
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: GettyImages
ვფიქრობ, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ახალი მსოფლიო წესრიგია ვაჭრობაში, ახალი წესრიგია გლობალიზაციაში და იმ გზებში, თუ როგორ ვაბანდებთ ინვესტიციებს ჩვენს ეკონომიკაში უცხოური მიწოდების ჯაჭვების საპირწონედ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში.
„არსებობს ახალი მსოფლიო წესრიგი და პრეზიდენტი მზად არის შეარყიოს ალიანსების ძველი სტრუქტურები. ვგულისხმობ ნატოს. ვფიქრობ, პრეზიდენტის ლიდერობის წყალობით, ის გაცილებით განსხვავებულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. მაშინ ის, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატს წარმოადგენდა. ცხადია, თქვენ ნახეთ, რა მოხდა ვენესუელაში. ასე რომ, დიახ, პრეზიდენტი თავის კვალს ტოვებს მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ფუნდამენტურად „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპით. ეს არის მთავარი ორიენტირი“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
„ამიტომ, როდესაც ხალხი ამბობს: „პუტინთან ვერაფერზე ითანამშრომლებ, რადგან უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმებიო“, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა - პუტინი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის გარკვეული სფეროებიც“, - დასძინა მან.





