რომში შეცვლიან ფრესკას, რომელზეც ანგელოზი ჯორჯა მელონის ჰგავს
მსოფლიო

Legion Media
რომში, ბაზილიკაში სან-ლორენცო-ინ-ლუჩინა შეცვლიან ფრესკას, რომელზეც რესტავრაციის შემდეგ ანგელოზი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის დაემსგავსა.
ფრესკა 2000 წელს შეიქმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში რესტავრაცია უტარდებოდა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში საზოგადოებას განახლებული ვარიანტი წარუდგინეს. მელონისთან მსგავსების გამო, ფრესკამ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ბაზილიკას უამრავი მნახველი ესტუმრა, იმისთვის რომ „ანგელოზი-პრემიერისთვის“ ფოტო გადაეღო.
რესტავრატორი უარყოფს, რომ ფრესკაზე მელონი განზრახ გამოსახა. თავად პრემიერ-მინისტრმა კი იხუმრა, რომ ის „ნამდვილად არ ჰგავს ანგელოზს“.
la Repubblica-ს ცნობით, მომხდარის ფონზე ეკლესიის წინამძღვარს ვატიკანიდან დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრესკას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.





