01 თებერვალი 2026, 17:17
Telegraph: რუსეთის არმიას აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც დონბასში „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენებს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
გამოცემა Telegraph-ი ვლადიმერ პუტინის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ კრემლის დამნაშავე გზის ბოლოს უახლოვდება. სტატიის ავტორი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში 7 დღით ცეცხლის შეწყვეტის პირობა მისი არმიის კრახის მაჩვენებელია.
„რუსეთის არმიას აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც დონბასში „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენებს“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ უკრაინას მოლაპარაკების წარმოება ძალის პოზიციიდან მართებს, დასავლეთის დახმარების შემთხვევაში კი მას რუსეთზე გამარჯვების შანსი აქვს.





