01 თებერვალი 2026, 14:20
Reuters: როგორც ჩანს, უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრა გადაიდო
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გაზიარება
დღეს აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, როგორც ჩანს არ გაიმართება, - ასეთ დასკვნამდე Reuters-ი მივიდა.
ოფიციალური ცნობა შეხვედრის გადადების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ელის და შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.
სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.





