ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისთვის არ ემზადება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რუსეთი, უკრაინასთან წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მშვიდობის დასამყარებლად არ ემზადება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ასეთი განცხადების საფუძველს მას აძლევს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში. ივაშჩენკომ ზელენსკის მოახსენა, რომ რუსეთი ახალ სამხედრო გეგმებს ამუშავებს.
„ისინი იქ, რუსეთში მშვიდობისთვის არ ემზადებიან. ისინი შეტევებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ერთადერთი, რასაც რუსეთის გეგმების შეცვლა შეუძლია, არის მასზე ეკონომიკური წნეხის გაძლიერება.





