რობერტ ფიცომ სიყალბე უწოდა გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელშიც თითქოს მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა რთულია
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: EPA
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელშიც მან, თითქოს თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა რთულია, სიყალბე უწოდა.
გამოცემამ დღეს გაავრცელა სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფიცომ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს თეთრი სახლის ლიდერი რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.
„არავის არაფერი სმენია, არავის არაფერი უნახავს, მოწმეები არ არსებობენ, მაგრამ Politico-ს სიცრუის გავრცელებაში არაფერმა შეუშალა ხელი“, - ამბობს სლოვაკეთის პრემიერი.
მისი თქმით, Politico-ს მიზანია სლოვაკეთის კონსტრუქციული ურთიერთობები მსოფლიოს ყველა კუთხეში გაანადგუროს.





