რუსეთმა კიევზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ქალაქის ნაწილი გათბობის გარეშეა დარჩენილი
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით კიევზე მასირებული საჰაერო შეტევა მიიტანა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი გათბობის გარეშე დარჩა. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი განცხადებით, დარტყმების უმეტესობა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოდიოდა. გათბობის გარეშე 6 ათასამდე მრავალბინიანი კორპუსი დარჩა.
გარდა ამისა, როგორც ქალაქის მერი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, კიევის მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა სანაპიროებზე წყალმომარაგების პრობლემები ფიქსირდება.
რუსეთი კიევს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით უტევდა. თავდასხმაში აგრეთვე მონაწილეობდნენ უპილოტო საფრენი აპარატებიც.





