ჯეი დი ვენსი პროტესტის მონაწილეებს: თუ სამართალდამცავ ოფიცერს მიაყენებთ შეურაცხყოფას, ტრამპის ადმინისტრაცია კანონის სრული სიმკაცრით დაგსჯით
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: AFP
მინესოტაში მიმდინარე არეულობის ფონზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ადგილზე ჩავიდა და ქალაქ მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებთან შეხვედრა გამართა.
ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ქუჩაში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ოპერაციებს აპროტესტებენ, აგიტატორები არიან და ქაოსის შექმნას ცდილობენ.
მან ხალხს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმის შემთხვევაში აგიტატორებს კანონის უმკაცრესი ძალით გაასამართლებენ.
„ჩვენი მიზანია, რომ დავუწიოთ ტემპერატურას და შეწყდეს ქაოსი, ხოლო ფედერალურმა ოფიცრებმა შეძლონ საიმიგრაციო კანონების აღსრულება. ულტრამემარცხენე აგიტატორების გამო ფედერალური ოფიცრები თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ ისე, რომ მათ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ან არ აედევნონ. ამიტომ მოგმართავთ, გამაპროტესტეთ მე და ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა. გააკეთეთ ეს მშვიდობიანი ფორმით. მაგრამ, თუ სამართალდამცავ ოფიცერს მიაყენებთ შეურაცხყოფას, ტრამპის ადმინისტრაცია კანონის სრული სიმკაცრით დაგსჯით“, - თქვა ვენსმა.





