ტრამპმა განაცხადა, რომ მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს ამერიკელებმა საიდუმლო იარაღი გამოიყენეს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ Newsnation-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ამერიკელმა ჯარისკაცებმა საიდუმლო იარაღი გამოიყენეს.
ტელეარხის ჟურნალისტმა უთხრა ტრამპს, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბევრი ადამიანი საუბრობდა, რომ ამერიკამ საიდუმლო აკუსტიკური იარაღი გამოიყენა, რამაც მადუროს მცველებზე იმოქმედა და ისინი უუნარო გახადა.
„დიახ, მაგრამ მე არ მსურს ამაზე საუბარი. სხვა არავის აქვს ის. ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის შესახებაც არავინ იცის. ვფიქრობ, კარგია, რომ ამაზე არ საუბრობენ, ჩვენ ნამდვილად შთამბეჭდავი იარაღი გვაქვს. ეს იყო შთამბეჭდავი შეტევა. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლი გამაგრებული ობიექტის - დიდი სამხედრო ბაზის - ცენტრში იყო. იქ იყო ბევრი ჯარისკაცი. მათ იქ შეაღწიეს და საქმე გააკეთეს. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს“, - თქვა ტრამპმა.





