20 იანვარი 2026, 09:37
რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე მასირებული საჰაერო შეტევა მიიტანა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა კიევის დნეპროპეტროვსკის რაიონი. ამ დროისთვის ერთი დაშავებული ადამიანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
დაბომბვისას დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. კიევის მარცხენა სანაპიროზე მოსახლეობას დენი შეფერხებით მიეწოდება. შეფერხებებია აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.





