19 იანვარი 2026, 20:16
ტრამპი კითხვაზე დაუწესებს თუ არა ევროპულ ქვეყნებს ტარიფებს გრენლანდიის შესახებ შეთანხმების არმიღწევის შემთხვევაში: მე ამას გავაკეთებ, 100%-ით
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ტელეკომპანია NBC News-თან გამართულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში, კითხვაზე, ნამდვილად აპირებს თუ არა ევროპული ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესებას გრენლანდიის შესახებ შეთანხმების არმიღწევის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება დაადასტურა.
„დიახ, მე ამას გავაკეთებ, 100%-ით“, - განაცხადა ტრამპმა.
შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიასა და ევროპის კიდევ შვიდ ქვეყანას 10%-იან ტარიფებს დაუწესებს მანამ, სანამ ამერიკის მიერ გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მიიღწევა





