19 იანვარი 2026, 09:48
დონალდ ტრამპი: 20 წლის განმავლობაში ნატო დანიას ეუბნებოდა - უნდა მოაშოროთ რუსული საფრთხე გრენლანდიას. სამწუხაროდ, დანიამ ამისთვის ვერაფერი გააკეთა. ახლა დადგა დრო და ეს გაკეთდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ნატო დანიას გრენლანდიაში რუსული საფრთხის განეიტრალების მნიშვნელობის შესახებ აფრთხილებდა, თუმცა კოპენჰაგენმა პრობლემის მოგვარებისთვის ვერაფერი გააკეთა.
„20 წლის განმავლობაში ნატო დანიას ეუბნებოდა: „თქვენ უნდა მოაშოროთ რუსული საფრთხე გრენლანდიას“. სამწუხაროდ, დანიამ ამისთვის ვერაფერი გააკეთა. ახლა დადგა დრო და ეს გაკეთდება!!!“, - წერს ტრამპი.





