დანიური გამოცემა Berlingske: აშშ გასული წლის განმავლობაში, გრენლანდიის სამხედრო ობიექტების, პორტებისა და ავიაბაზების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ოფიციალური არხების გვერდის ავლით, ფარულად ცდილობდა
მსოფლიო

ფოტო: Berlingske
შეერთებული შტატები, გასული წლის განმავლობაში, გრენლანდიის სამხედრო ობიექტების, პორტებისა და ავიაბაზების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ოფიციალური არხების გვერდის ავლით, ფარულად ცდილობდა. ამის თაობაზე დანიური გამოცემა Berlingske შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო გრენლანდიაში ამერიკის შეჭრის დასაგეგმად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასკვნა გაკეთდა სამხედრო უწყებებთან თანამშრომლობით, გრენლანდიასთან ამერიკელი სამხედრო ჩინოსნის, (რომლის სახელიც არ ხმაურდება) მიმოწერის და მის მიერ ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციის მიწოდების თხოვნის საფუძველზე, თუმცა რა სახის მონაცემებს ითხოვდა შეერთებული შტატები, გასაიდუმლოებულია.





