მეთიუ უიტაკერი გრენლანდიაზე: ევროპა ხანდახან გადაჭარბებულად რეაგირებს, ეს კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო
მსოფლიო

მეთიუ უიტაკერი
ფოტო: Reuters
ევროპა გადაჭარბებულად რეაგირებს გრენლანდიის საკითხზე, - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი ნატოში. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ საკითხი შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უნდა მოგვარდეს. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა გრენლანდიას შეერთებული შტატების თავდაცვის დაგეგმვის ცენტრალურ ელემენტად აქცევს.
„იმის ფონზე, რომ ყინული დნება და არქტიკისკენ გზები იხსნება, არქტიკისა და გრენლანდიის უსაფრთხოება, რომელიც კონტინენტური შტატების ჩრდილოეთი ფლანგია, გადამწყვეტი მნიშვნელობის ხდება. თუ გრენლანდიას, როგორც სამხედრო საზღვაო რესურსების წვდომის ნაწილს განვიხილავთ, მაშინ დასავლეთ ნახევარსფეროს ამ ნაწილის მონიტორინგის გამყარებას შტატების გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ევროპა ხანდახან გადაჭარბებულად რეაგირებს, ეს კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო“, - განაცხადა ელჩმა.





