კითხვაზე, თუ რატომ ირჩევს თეთრი სახლი დიალოგს ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან და არა ოპოზიციის ლიდერთან, ტრამპმა ერაყის გამოცდილება გაიხსენა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ირჩევს თეთრი სახლი დიალოგს ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან და არა ოპოზიციის ლიდერთან, მარია კორინა მაჩადოსთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყის გამოცდილება გაიხსენა.
„თუ გახსოვთ ადგილი, სახელად ერაყი, სადაც ყველა დაითხოვეს - აბსოლუტურად ყველა, პოლიცია, გენერლები, ყველამ სამსახური დაკარგა - და საბოლოოდ ისინი ISIS-ად [ისლამურ სახელმწიფოდ] იქცნენ... მე ეს კარგად მახსოვს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
REPORTER: "Why align with Delcy Rodríguez... and not with Machado?"
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) January 16, 2026
.@POTUS: "If you ever remember a place called Iraq, where everybody was fired — every single person, the police, the generals, everybody was fired — and they ended up being ISIS... I remember that." https://t.co/rZUuTOVtxe pic.twitter.com/bn8V95swhg





